“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება. ამჟამად სამეგრელო-ზემო...
1-ლი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...
„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“ – იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები: „Nile Rodgers & Chic“...
გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი გაიმართა
18-19 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში. უწყების ცნობით, პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის გუნდმა დაიკავა. ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის...
პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მიხეილ მაზანაშვილი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს
ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთინო ოდიშარიამ მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს. „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.
„ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა
ხობში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ,,ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა. უწყების ცნობით, გახსნის საზეიმო ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული. ,,ლაზიკა მედის“...
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194...