ხობელმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის: საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა ღობე, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა მემორიალი და დამონტაჟდა განათების სისტემა. მემორიალის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
“ხობი ჩემი თვალით”
ახალგაზრდული საბჭო აცხადებს პოსტერების კონკურსს "ხობი ჩემი თვალით” კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, საკუთარი ხედვით უნდა წარმოაჩინონ ხობის მუნიციპალიტეტის უნიკალურობა, კულტურა, ბუნება, ისტორია და ის, რაც მათთვის ხობს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. მონაწილეებმა პოსტერის საშუალებით უნდა გადმოსცენ, თუ როგორ ხედავენ ხობს. ნამუშევარში შეიძლება აისახოს: ხობის ბუნება და ლანდშაფტები; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა; ტრადიციები...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ
2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge უნდა დაადასტურონ. „აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ...
26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების...
ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური საფარი. პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 350 000 ლარზე მეტია. ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამის...
ხობში მოეწყო საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი გარბენი
ქალაქ ხობში, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა ქუჩის კალათბურთსა და მძლეოსნურ გარბენში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები თასებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის: 23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან...
უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ივნისს უნალექო...
2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ...









