კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხობის...

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...

ხობში “მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე "მაჩხომერის" მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი, რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი – ნანა პაპუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები – თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი ასევე, იტალიელი არქეოლოგი, ემანუელ ინტაგლიატა. მეცნიერებმა "მაჩხომერის" მთაზე...

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო

დღეს, 19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ელისო კვიკვინიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“...

მერია-ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალები ურიგდებათ

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის გადასახური მასალის და ავარიული სახლის გასამაგრებლად-ცემენტის და ბლოკის გადაცემა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 124148 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები 48 ოჯახს გადაეცემა. „აღნიშნული პროგრამით, სოციალურად...

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 305 პირველკლასელი ჩაირიცხა

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 305 პირველკლასელი ჩაირიცხა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ მიულოცეს...

განათლების მინისტრი ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...

განათლების სამინისტრო სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...

ზემო ქვალონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამი პროექტი ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საალანიო-საფაჩულიოში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების ამოწმენდა, ხოლო ზემო ქვალონსა და სახოჭოლავოში - შიდა გზების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 34230 ლარს შეადგენს 2022 წელს...