სურსათის ეროვნული საააგენტოს ინფორაციით, ხობის მუნიციპალიტეტიდან მსხვილფეხა საქონლის დაცემასთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა განახორციელეს მყისიერი რეაგირება. უწყების ცნობით, ადგილზე ჩატარდა მოკვლევა და აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ინფექციური დაავადებები არ გამოვლინდა. "სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს დაიცვან ცხოველთა სადგომებში ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ცხოველები უზრუნველყონ შესაბამისი...
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე სამელიორაციო სამუშაოებს აწარმოებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამშრობ მასივზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება 6,5 კილომეტრი სიგრძის, სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი. უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე...
ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და თოვლისგან იწმინდება გზის სავალი ნაწილი. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გზებზე არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მის პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. უწყების ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს და ზემო...
ხობის სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, გურიფულის, თორსა-დღვაბის, ჭალადიდის, პატარა ფოთის, პირველი მაისის, პირველი ხორგის, საგვიჩიოს, ქარიატის, ქვემო ქვალონის, ყულევის, შავღელეს, შუა ხორგის, ხამისკურის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით სოფლისთვის...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები. “გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების...
მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...
სასწავლო დაწესებულებებში კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში-სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში-უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. უწყების ცნობით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. „როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე...
შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%. 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს...
საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და...










