მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

დასრულდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.სპორტული კომპლექსი მოიცავს ჭიდაობის, კრივის, მკლავჭიდის, ფიტნესის, ჭადრაკის, ბილიარდის დარბაზებს. კომპლექსში, ასევე განთავსებულია საკონფერენციო სივრცე, სამედიცინო ოთახი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული ლიფტი. სპორტული კომპლექსი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი...

3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...

პირველ მაისსა და გაღმა საჯიჯაოში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი მაისის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ. პირველი მაისის საგაბისონიოს უბანში 1.6-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა. “სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი...

ხობში საახალწლო ღონისძიებები 29 დეკემბრიდან გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხობში, 29 დეკემბრიდან, ხობის კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. საახალწლო პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი 14:00 –...

განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...

ახალ ხიბულაში მოქალაქეებს “მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ

დღეიდან, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ "მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებით. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “მობილური იუსტიციის სახლის“ 470-ზე მეტი სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ყოველი კვირის ხუთშაბათს შეეძლებათ. "მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში.  ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.  ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ხობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ” „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია...

ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინფრსტრუქტურულ პროექტს მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. პროექტის შესაბამისად დაიგება ხელოვნური საფარი, გულშემატკივართათვის მოეწყობა სკამები და დამონტაჟდება განათების სისტემა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 119 959 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს...