იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორამაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. “აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება,...
ხობში პოლიციამ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ...
9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ...
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო, რამეთუ აჰა ესერა, ძე და...
ხობში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ ხობის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა. უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
3 იანვარამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 იანვარამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვარის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის...
29 დეკემბერს, ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართება
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 დეკემბერს, ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 15:00 - ანიმატორების შოუ; 16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი (კულტურის სასახლე); 17:00 - დრამერების შოუ; 18:00 - დუეტ „ჯორჯიას“ კონცერტი (ცენტრალური მოედანი); 19:00 - დიჯეი „გიოს“ კონცერტი; ღონისძიება დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.
ხობში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში...
5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტში წერია, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ხობში საახალწლო კონცერტი გაიმართა
ხობის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ: „ქართული ხმები“, ტრიო „აპრილია“, ნიკუშა ცერცვაძე, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, შოთიკო ტატიშვილი და MIX2RA. ფოტო: ხობის მერია










