ხობის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მერიის მიერ ჩაბარებულ კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ოდიშისა“ და შემდგომ, სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელეულ ინფორმაციას, ქ. ხობში ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით, თითქოს კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი და ობიექტი მერიამ ამ სახით ჩაიბარა....
ხობელი ვახტანგ ლოლუა 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (52 კგ. ). ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობელმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი აიხან ჯავადოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხიბულაში “ქართუ ფონდის” დაფინანსებით აშენებული სამონასტრო კომლექსი აკურთხეს
ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენებული წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის კურთხევა მოხდა. ტაძართან ერთად აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. „ქართუს“ მიერვე ხიბულაში რეაბილიტირდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის კურთხევის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგიო გუგუჩია, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების...
ხობში მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხობში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა....
ნუგზარ წურწუმიას მორიგი წარმატება
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (60 კგ. წონითი კატეგორია), მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - ესპანეთის გრან პრიზე, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ხობში, სავარდიოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. 2.4 -კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო...
ხობში ორსართულიანი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
ხობში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 76935 ლარია. ხობის მუსამუშაოებს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მათე 2012“ აწარმოებს. სახურავი ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. მიმდინარე წელს, ასევე გადაიხურება ქალაქ...
ხობში გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 6 ივლისს ქუთაისი-სოხუმის D 500 მმ-იან მაგისტრალური გაზსადენის 85,0 და 96,1 კმ-ებზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 6 ივლისს 06:00 საათიდან 15:00 საათამდე, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზუგდიდი, რიყე,...
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...
ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 800 665 ლარს შეადგენს. პარკის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად...










