დღეს, ქალაქ ხობში, ქართული ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. უწყების ცნობით, ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამო, კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ჯგუფ „შარას“ კონცერტით გაგრძელდა.ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. საქართველოში ეროვნული...
ხამისკურში გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ საქირიოში გაბიონის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძესთან და მერის პირველ მოადგილე რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით...
პარლამენტმა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო. ინფორმაციისთვის: გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების ეკლესიამდე მსვლელობა გაიმართება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...
ხობელ მკლავჭიდელთა წარმატება
თბილისში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები მკლავჭიდში. საკვალიფიკაციო პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და კიშინიოვში გასამართი ევროპის პირველობის საგზური მოიპოვეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ - საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი: კობა თუთბერიძე). 15 - წლამდელები: ნიკო ზარანდია (60 კგ) გიორგი ბუსქანძე (მძიმე წონა) 18 - წლამდელები: ბექა ჟიშკარიანი (55კგ)მერაბი გვალია (60კგ)ირაკლი...
შსს-მ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავეს. 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი...
ნოდარ გელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში ხობელი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას
დღეს, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში დაიწყო მწვრთნელ-მასწავლებლის ნოდარ გელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში 7, 9 და 11 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში ზუგდიდის, ხობის და წალენჯიხის 128 მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას.
„ევროპის დღეების“ ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა
დღეს, ხობის კულტურის სასახლეში „ევროპის დღეების“ აღსანიშნავად კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. უწყების ცნობით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ახალგაზრდებთან ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. კულტურის სასახლის ფოიეში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, შაშსა და ნარდში. მოეწყო ევროპის კუთხე...
პრეზიდენტი: კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია
კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.










