ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია...
ცესკო – გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების...
ხობში არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ...
ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ხობში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა უძღვებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის...
სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა
ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართა. დონორთა აქციაში საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე...
“ეკომეგობარი“
ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში "დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა "ეკომეგობარი’’ გაიმართა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბიბლიოთეკების მკითხველთა გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი - ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი ,,ლაბარუმი“;მეორე ადგილი - შუა ქვალონის გუნდი ,,ეკოქვანი“;მესამე ადგილი- ქარიატის გუნდი ,,ეკო ქარიენტი“. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ, მეორე და მესამე...
“ანტირელიგიური კამპანია სამეგრელოში და ხობის მონასტერი XX საუკუნის 20-30-იან წლებში”
ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ჩატარდა ლექცია-საუბარი თემაზე: "ანტირელიგიური კამპანია სამეგრელოში და ხობის მონასტერი XX საუკუნის 20-30-იან წლებში". ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხსენებელმა, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ ისაუბრა ბოლშევიკების მიერ ეკლესია-მონასტრების, მათ შორის - 1923 წლის აპრილში ხობის მონასტრის დახურვაზე, სასულიერო პირების დევნაზე, ანტირელიგიურ კამპანიაზე და სასულიერო პირთა გამორჩეულ ღვაწლზე. N1...
ირაკლი ღარიბაშვილი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ
300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...
ჯონი ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ევროპის პირველობაზე ასევე წარმატებით იასპარეზა ნუგზარ წურწუმიამ, რომელიც ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.