საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს. „დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ...

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, მხოლოდ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ენდონ. “სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი,...

საჯიჯაოში გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 135 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს ირეცხებოდა სანაპირო ზოლი და იტბორებოდა საკარმიდამო ნაკვეთები. ინფრასტრუქტურულ პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს. წყარო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორაციით, აქედან, 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Bეაცჰ თეცჰ), 1...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცალა და ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო...

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების...

ხამისკურში გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკუკავოში და ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს. მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის (წყალდიდობა) შედეგად დაზიანებული 15 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდება. წყარო

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ცენტრალურ პარკში „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიზებით პროექტი ,,სკოლამდელების მოგზაურობა ცირკის სამყაროში’’, სპორტული შეჯიბრები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით „ფლეშმობი“ გაიმართა, ხოლო, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბაღების აღსაზრდელებს და სკოლების მოსწავლეებს ხობის...

ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ნოჯიხევი - ქ. ხობი) სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზაზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ავტოპავილიონი, არხები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, განთავსდება საგზაო ნიშნები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო...

კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, ქალაქ ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. ცენტრალურ პარკში ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა; ხოლო კოლეჯ „ფაზისის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფ ,,წერილის'’ კონცერტი მიმდინარეობს.საზეიმო ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ადგილობრივი...