ხობში უაქციზო თამბაქო ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ხობის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 399 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის...

ხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხობის ცენტრში ხის ორსართულიანი სახლი გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

ხობელმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. 41 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაცი ზარანდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ენვერ კილასონია კი მე-3 ადგილის. პირველი ადგილი დაიკავა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ლოლუამ. გამარჯვებულ და პრიზიორ...

სკოლამდელი დაწესებულებები პირველი მარტიდან იმუშავებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ