ხობში 2 წლის ბავშვი დაიხრჩო

ხობში, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. მას სათამაშო წყლით სავსე ჭურჭელში ჩაუვარდა და მის ამოტანას ცდილობდა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.