საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 5 აგვისტოს 9:00 საათიდან 22:00 საათამდე (13 საათით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე არსებულ სადგურ ჭალადიდში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებას, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას....
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
ხობში პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რეგიონული ორგანიზაცია გახსნა
დღეს, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხობში რეგიონული ორგანიზაცია პარტიის წევრებთან ერთად გახსნა და მოსახლეობას შეხვდა. ფოტო: "საქართველოსთვის" ფეისბუქგვერდი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“სტუმრად ქართველ ბარდებთან“
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით კონცერტი - ,,სტუმრად ქართველ ბარდებთან“ გაიმართა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოტო: ხობის მუნიციპალიტის მერია
„ქართულმა ოცნებამ” ხობის მერობის კანდიდატად დავით ბუკია წარადგინა
“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. ხობის მერობის კანდიდატად პარტიამ დავით ბუკია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ლაშა ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს: “ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა...
ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც სპორტსმენებიც ფიგურირებდნენ, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს - ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფოთის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. დაკავებულებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. წყარო
ხობში წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, ხეთაში და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სმახარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა, მახარე...