კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
Blog
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ხობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ” „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია...
ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინფრსტრუქტურულ პროექტს მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. პროექტის შესაბამისად დაიგება ხელოვნური საფარი, გულშემატკივართათვის მოეწყობა სკამები და დამონტაჟდება განათების სისტემა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 119 959 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს...
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს "პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი...
2023 წლის მუნიციპალური პროგრამების პროექტის პრეზენტაცია
მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის” და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამების მიზნებზე, ამოცანებზე, დაფინანსების მოცულობაზე და მიმდინარე...
ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით
ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის...
სტუდენტები სწავლის პარალელურად შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას
სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, ხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ...
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...
ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე ავტომანქანა კი, გაჩერებულ ტრაილერს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა.
ხობში საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გამართეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა შორენა ძაძამიამ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჩატარებული მონიტორინგის...










