კულტურის სამინისტრომ “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსში - “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” - გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" პროექტი: "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება​". კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის...

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად შიდა სასოფლო გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა კიუვეტები, მილხიდები და ეზოებთან მისასვლელები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 543 630 ლარია.