ხობში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირა მხარი. უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების სხდომა, ხოლო 21 სოფელში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო...

ქართულ-თურქული კლინიკა “ოკსიჯენ”

მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც თურქული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ANADOLUS KLINIKA პაციენტებს სთავაზობს, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება. ცენტრის ოფიციალური ოფისი სამეგრელო სენაკის მუნიციპალიტეტია. ორგანიზაციის ცნობით, ოფისი უფასოდ მოემსახურება და დაეხმარება მოქალაქეებს თურქეთში, „სამსუნის კლინიკაში მკურნალობისთვის საჭირო ყველა საკითხის მოგვარებაში. "აქ იმისთვის ვართ, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს ჯანდაცვასა და ექიმებთან. „ოქსიჯენს “ ჯანდაცვის ჯგუფს...

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი თასებით, სიგელებით და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.