მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში საპრიზო ადგილებზე გასულ წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. უწყების ცნობით, თითოეულ სპორტსმენს და მათ მწვრთნელებს მუნიციპალური პროგრამით განსაზღვრული წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადაეცემათ. მერი სპორტსმენებს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა. 2023 წელს, სპორტის...

დემურ ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას კრივის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს

ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. უწყების ცნობით, გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 282 400 ლარია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის...

პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. “რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა...