ხობში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში, კორონავირუსით გარდაცვალა ხობელი, 65 წლის მამაკაცი. საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.