ხობელმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. 41 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაცი ზარანდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ენვერ კილასონია კი მე-3 ადგილის. პირველი ადგილი დაიკავა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ლოლუამ. გამარჯვებულ და პრიზიორ...