გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, აბაშის, ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 117 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.
საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 745 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, „პისიარ“ ტესტით – 10 505. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827...
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
დღეს, საახალწლო ღონისძიება ხობში ტარდება. მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ხობში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. დღის განმავლობაში იმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. სარამოს კი ხობელების წინაშე ჯგუფი ბანი და ღამის...
5 იანვარს ხობში საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება
5 იანვარს, ქალაქ ხობში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება. 14:00 -19:00 საახალწლო ქარავანი. საშობაო ბაზრობა. 14:00 – 17:30 თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები. 14:30 – 16:15 ადგილობრივი შემსრულებლები. 16:15 – 17:30 თოვლის ბაბუასთან ფოტოები და საჩუქრები. 17:30 -19:00 კონცერტი ჯგუფ „ბანის“ და გელა გნოლიძის ბენდის მონაწილეობით. 19:00 ფოიერვერკი. ფოტო:...
საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, „პისიარ“ ტესტით –7 619. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან...
“ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა
"ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა. ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. „ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ-„საქპატენტს“ ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ მიმართა. სპეციფიკაციების მიხედვით „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო,...
ხობში წიწვოვანების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ნერგებისა და ტოტების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. უწყების ცნობით, ავტომობილები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია....
კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 054 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 443, „პისიარ“-ტესტით – 19 611. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5.45%, ბოლო...
ძველ ხიბულაში ყველა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3890 ადამიანი, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.