შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...
ხობში “საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ადგილობრივი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“-ში მონაწილე ახალგაზრდებმა განიხილეს ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და განხილვის შედეგად მიღებული დასკვნები შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი...
ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზები რეაბილიტირდა: ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი საბაჟოში, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში, ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჯიხევში, ყულევში, ქ. ხობში (კოლხეთის დასახლება), ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (პაპანწყვირეს...
საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 50 ათასი ლარია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პარალელურად, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის...
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ერთწლიანი სამუშაო ანგარიში წარადგინეს
საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს წევრებმა გაწეული ერთწლიანი მუშაობის შესახებ საკუთარ ამომრჩევლებს ანგარიში წარუდგინეს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და წევრებმა გაწეული ერთწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში საკუთარ ამომრჩეველს წარუდგინეს. შეხვედრებზე მოისმინეს მოსახლეობის მოსაზრებები, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწეულ და მიმდინარე სამუშაობზე
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
დილით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 24 ქართველი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან გზის რეაბილიტაცია სრულდება
ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 308998 ლარია, შპს "შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. ინფორმაციისთვის: გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მუნიციპალიტეტის ხუთ ერთეულში მიმდინარეობს.
ხობის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ხობის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა განიხილეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის:...
პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პირველ მაისში, საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 316,95 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან...
გურიფულში “მარულას” შეჯიბრი გაიმართა
გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება ერთ-ერთ უძველეს ეროვნულ სახეობა მარულაში. ხობის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში პირველი ადგილი - თემურ კუპრაძემ (ახალ სოფელი), მეორე ადგილი - ბეჟან არახამიამ (ხეთა), მესამე ადგილი კი - თემურ უსანატოვმა (ნოჯიხევი) დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ ცხენოსნებს ფულადი ჯილდო და თასები გადაეცათ. ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად...