ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი ქარის შედეგად ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მოსახლეობას. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, მოანგრია ხიდ ბოგირის ჯებირები, წააქცია ხეები. ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის მაგისტრალზე წაქცეულმა ხემ მსუბუქი ავტომობილი დააზიანა. მსხვერპლი არ არის. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ამ დროისთვის გაწმენდილია და აღდგენილია...
რუსეთში მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგადანაა
მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, რესტორან "თბილისოში" მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგანადაა. მამაკაცი, რომელსაც თანამშრომელმა ქალმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...
ხობში საშობაო კონცერტი გაიმართა
დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით საშობაო კონცერტი გაიმართა. ხობის მუნიცაპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე ანდრია გველესიანი მის ბენდთან ერთად, ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგა. საზეიმო საღამო ფეიერვერკით დასრულდა. შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით...
ხობში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხობში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ხობში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა...
წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2022 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია და სპორტსმენთა ასპარეზობის ამსახველი ფოტოკოლაჟის ჩვენება გაიმართა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების, საერთაშორისო პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს პირად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხებათ. საზეიმო ღონისძიებაზე, ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენები, რომელთაც ადგილობრივი...
საახალწლო ნობათი უმწეოთა სასადილოს 150-მა ბენეფიციარმა მიიღო-მერია
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი უმწეოთა სასადილოს 150-მა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევის) სასურსათო პაკეტები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ მიულოცეს....
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე შვიდი პირი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე შვიდი პირი ამხილა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითიც ხელყვეს...
ხობში სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი გაიმართა
ხობში, კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები და შობა-ახალი წლის თემაზე შექმნილი სიმღერები შესრულდა. საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
ხობში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
26 დეკემბერს ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული ჯგუფები, მგალობელთა და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ. ბავშვების საახალწლო განწყობაზე დრამერები და „ოჩო ფეხები“ ზრუნავდნენ. საახალწლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები...