ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე...

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...

დღეიდან, 29 აპრილის შუალედური რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

დღეიდან, 29 აპრილის შუალედური რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული...

მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც იერსახეს ამახინჯებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. "მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...

ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხობის მუცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ნოჯიხევი - ქ. ხობი) სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უწყების ცნობით, დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ავტოპავილიონი, არხები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, განთავსდება საგზაო ნიშნები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს...

ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტბით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება. „შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკოსა და...

ხობში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ხოის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდება. პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო.

ხობში ივანე იოსავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში, 1921 წლის 24 თებერვალს, კოჯორში, წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართული არმიის ოფიცრის ივანე (ლოლი) იოსავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ (ბერბიჭაშვილმა) გადაიხადა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთავარანგელოზთა ტაძარში ანზორ სიჭინავას და გოგიტა ჩიტაიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „ივანე...

საქართველოს უნივერსიტეტის ღია კარის დღე ხობში

ღია კარის დღე და ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ხობში 21 თებერვალს ჩატარდა. ღონისძიებას ხობისა და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების 74 უფროსკლასელი და აბიტურიენტი ესწრებოდა. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. მონაწილეებს დაურიგდა საჩუქრები და გათამაშდა სხვადასხვა პრიზები. უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის არასამთვრობო ორგანიზაციას "თოლისკური“ და ხობის ახალგაზრდულ საქმეთა...