დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე” – საქართველოს მოსახლეობის...

ცესკო 29 აპრილის არჩევნებისთვის ამომრჩევლებს 11 აპრილის ჩათვლით სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა და კანონის შესაბამისად დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. არჩევნებისთვის შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან იწყებენ მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და...

ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, სადაც ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემილიანე ბერაიამ, პროკურორის მოადგილემ, ფელიქს ჯალაღონიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამუნა სიჭინავამ ფემიციდის და ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის მექანიზმებზე ისაუბრეს....

პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს...

დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 21 მარტს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინების სპექტაკლის - „ბრიყვი მამალი“ პრემიერა შედგა. საბავშვო სპექტაკლი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ მხარდაჭერით, რეჟისორმა მანანა შამათავამ დადგა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის...

გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების...

განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა

საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის  წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს...

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლის და ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომლის...

მერიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით...