სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

6 მარტს, ხობში მოქალაქეთა მიღებას გიორგი გუგუჩია გამართავს

6 მარტს, 11:00 საათიდან ხობში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....

ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 589 526 ლარი შეადგინა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

“ლაშა ღლონტი ოჯახთან ერთად“

1 მარტს, 18:00 საათზე, ხობის კულტურის სასახლეში გაიმართება კონცერტი "ლაშა ღლონტი ოჯახთან ერთად“. კონცერტის მხარდამჭერია: ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ხობის მერიის 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სს “არქეოპოლისზეა” მორგებული

ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სს „არქეოპოლისი” იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიაზეა მორგებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. "ხობის მერიამ 6 სხვასადსხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT240000878). ტენდერის ღირებულება 10,818,151 ლარია. ზუსტად ეს თანხა შესთავაზა სატენდერო დოკუმენტებში სამუშაოების ღირებულებად ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ,...

ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ...

“გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“

ხობში, თბილისის მერიის "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დონორთა აქციაში მერიის და იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიიღო მონაწილეობა. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან...