საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა ფეხბურთში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური პირველობის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხონის საარტილერიო ბრიგადამ დაიკავა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...
23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი...
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან...
ხობში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დავით ბუკია იქნება
ხობის კულტურის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატად ოფიციალურად დავით ბუკია წარადგინეს.
ხობში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობენ: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, დასავლეთ სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, საარტილერიო ბრიგადის, ჭალადიდის, საგვიჩიოსა და ხობის „ჭალეს“ ფეხბურთელთა გუნდები. მემორიალური...
ყაველაშვილის განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ
მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
გაღმა საჯიჯაოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ინ ფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპაიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე და სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 77 980 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ,...
4 აგვისტომდე ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
ხობის ცენტრალურ პარკში სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის ცენტრალურ პარკში სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედანი, ღია სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათების სისტემა, დეკორატიული ღობე, სანიაღვრე სისტემა, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ფილები. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2,8 მილიონი ლარია.