ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარია. ინფორმაციისთვის: გასულ წელს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ბიაში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა. ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.ადგილობრივმა მოსახლეობამ  სოფელში სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივით მერიას მიმართა.სტადიონის მშენებლობაზე 117 000 ლარი დაიხარჯა.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ...

დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...

საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგდა არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოქვეყნდა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

ძლიერმა ქარმა ხობის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა-მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისის წევრები ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით გამოწვეული ზარალᲘს მოცულობას ითვლიან. ხობის მუნიციპაიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ბოძები და გაზსადენი მილები. შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხდებოდა რეაგირება....

ხობში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველ მოადგილესთან რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურების, "ხობი დასუფთავება და განათებას" და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.ინფორმაციისთვის: დღეს, ძლიერი ქარის შედეგად...

ძლიერმა ქარმა ხობში პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი ქარის შედეგად ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მოსახლეობას. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, მოანგრია ხიდ ბოგირის ჯებირები, წააქცია ხეები. ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის მაგისტრალზე წაქცეულმა ხემ მსუბუქი ავტომობილი დააზიანა. მსხვერპლი არ არის. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ამ დროისთვის გაწმენდილია და აღდგენილია...

რუსეთში მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგადანაა

მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, რესტორან "თბილისოში" მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგანადაა. მამაკაცი, რომელსაც თანამშრომელმა ქალმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.