ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა. ხობის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგო ხელოვნური საფარი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 110 000 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია წარმოადგენს. მიმდინარე...
14-დან 18 სექტემბრამდე აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვები იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. ცენტრის ცნობით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც: 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური...
7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...
ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
ხობში მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო. სტიპენდია ვრცელდება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი – 146 ამოქმედდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი – 146 ამოქმედდა. რეგიონის მოსახლეობა მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე დროულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. მოქალაქეებისთვის ცხელ ხაზზე დარეკვა უფასოა.
29-31 აგვისტოს საქართველოში უხვი ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინორმაციით, 29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონთან დაკავშირებით 24 – საათიანი მონიტორინგი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. “გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,...
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს...
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...









