ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთინო ოდიშარიამ მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს. „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.

„ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა

ხობში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ,,ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა. უწყების ცნობით, გახსნის საზეიმო ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული. ,,ლაზიკა მედის“...

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194...

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების...

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა. გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და კიუვეტები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 822 336 ლარი. პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობას კეთილმოწყობილი...

ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ფორდის“ მარკის სტვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 8-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე არხების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში - ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ორ გამორჩეულ თარიღს...

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...

სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა. უწყების ინფორმაციით, მათი ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის...