საგარეო უწყება თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს. “თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226. საქართველოს...

ხობში უკანონო საამქრო აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.2 უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში,...

ხობის მერმა აზერბაიჯანის კონსულს უმასპინძლა

ხობის მერი დავით ბუკია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში, პარვიზ ისმაილზადას და კონსულს ანარ ქაზიმს შეხვდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრას "შავი ზღვის (ყულევის) ტერმინალის“ წარმომადგენელი ანარ განიგევი და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. შეხვედრის...

საგაბისონიოს და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო. სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

ხობის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შსს-გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39 პროცენტით

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39 პროცენტით (1 908 ფაქტი) – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის...

ახალი პროგრამა იწყება, რომელიც 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და...

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარია. ინფორმაციისთვის: გასულ წელს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ბიაში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა. ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.ადგილობრივმა მოსახლეობამ  სოფელში სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივით მერიას მიმართა.სტადიონის მშენებლობაზე 117 000 ლარი დაიხარჯა.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ...