1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

გაღმა საჯიჯაოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ინ ფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპაიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე და სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 77 980 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ,...

4 აგვისტომდე ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

ხობის ცენტრალურ პარკში სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის ცენტრალურ პარკში სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედანი, ღია სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათების სისტემა, დეკორატიული ღობე, სანიაღვრე სისტემა, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ფილები. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2,8 მილიონი ლარია.

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 ივლისს, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...

შუა ხორგაში ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიპალიტეტის მერია ავრცელებს. ტურნირის გამარჯვებული ჭალადიდის გუნდი გახდა, მეორე ადგილი პირველი ხორგის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის გუნდმა დაიკავა. სპორტულ შეჯიბრებას ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად,...

22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....

ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ქალაქ ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შშმ ბავშვთა სახლის სრული რეაბილიტაცია „ხობის მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის ცენტრის რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით...

ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 441 695 ლარს შეადგენს. ახალ ხიბულაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.