სკოლამდელი დაწესებულებები პირველი მარტიდან იმუშავებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ

დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმოძრავებს

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა.