საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს. უწყების ცნობით,...
ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხე დაეცა სატვირთო მანქანას. ამ დროისთვის სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. წაქცეული ხეებისგან...
“მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი, ასევე იტალიელი არქეოლოგი ემანუელ ინტაგლიატა. "აქ გამოვლინდა რიგი ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ...
13 სექტემბრიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ხობის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. თავისუფალი საწოლ ფონდი რაოდენობა 61. რუხის კლინიკაში იმყოფება 170 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 42. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 46 კოვიდ პაციენტი,...
ხობმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმესახლის პირველ სართულზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობა....
კორონავირუსით ხობში მცხოვრები ორი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 196 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 37 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...
“საქართველოსთვის” ხობში მერობის კანდიდატი ბადრი ჯობავა იქნება
დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, ხობის მერობის კანდიდატად ბადრი ჯობავა წარადგინა.
სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბრიდან დაიწყებენ
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.