ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა. ადგილზე პოლიცია იყო მობილილიზირებული.
გაიმართა „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი
დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობით „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული პატარა ფოთის სკოლა გახდა, მეორე ადგილი საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შუა ხორგის სკოლის გუნდი გავიდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის...
ხობში მწერლებთან შეხვედრა გაიმართება
6 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში მწერლები: ბაჩო კვირტია, ნანა ქელეხიძე, გივი ჩიღვინაძე და ეკა ქაჯაია ლიტერატურის მოყვარულებს შეხვდებიან და თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწერლებთან შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის ,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში გაიმართება. პროექტის მიზანია მწერლებისა და მკითხველების შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე...
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი პირი დაშავდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია.
მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...
ხობში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებში გაიმართება. ხობში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა); “წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – ყველა ერთისთვის,...
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემა-ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია
ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გვიმარონში (შუა ქვალონი), საბაჟოსა (ჭალადიდი) და საბუკიოში (თორსა-დღვაბა) ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება სანიაღვრე არხები. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 922 000...
რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა
დღეს, გურიფულის სტადიონზე, 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული და რამაზ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე "შავი ზღვის ტერმინალის" გუნდი გავიდა....
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...