ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლადრკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია. უწყების ცნობით, ახალი ხიდი ორ მჭიდროდდასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო...
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ხობში
26 მაისს, ქალაქ ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 12:00-14:00 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება - ცენტრალური სტადიონი. 15:00-16:00 საათი - საბავშვო გასართობი სივრცე - ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა; ახალგაზრდული აქტივობები; სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნარდსა და...
21-22 მაისს დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს. პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში უნდა მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე...
ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა სენაკის, ზუგდიდისა და ზესტაფონის ქალაქებში, ასევე ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე – ჩხოუში, მუნჩია, წყალწითელა, გუბისწყალი, შავწყალა, ტეხურა, ძირულა...
19-21 მაისს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 19-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში 19 და 21 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 20 მაისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორების და ხობის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ქალაქ ხობში გამოვლენილია ფიზიკური პირი ლ. შ., რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი,შიგნეულობა და სხვა) და პირუტყვის დაუმუშავებელი თავი. საქონელი დაკლული იყო სავალდებულო უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, სასაკლაოს გვერდის...
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. “ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი...
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ. როგორც სააგენტოს გავრფცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ...









