სასახლის ახალი პროექტები ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. განყოფილების წევრები არიან: თეკლა ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია. სალომე გარდავა: „-თავიდან ვსწავლობდი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში, შემდეგ ეროვნულში.  ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერი ვარ. თბილისში ყოფნის დროს, ვმუშაობდი...

სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს-გიორგი გუგუჩია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია წარადგინა. “გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

ხობელ მოჭადრაკეს დიანა ლომაიას ქალთა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა

ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს, მოჭადრაკე დიანა ლომაიას ქალთა მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ (ფიდე) ოსტატის წოდება მიანიჭა. 16 წლის დიანა ლომაია ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანას" მოსწავლეა.

პირველი ივნისიდან რესტორნები სრული დატვირთვით იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....

საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...

ხობში მკვლელობა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა ბიძა მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სინოფარმით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....

ხობში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1,11 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. უწყების ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით,...

კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.