შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად. უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...
Blog
ავარია ხობში
დღეს, ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, დაშავებულები სხავადსხავ დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიასთან საუბარში, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა განაცხადა: "აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია ქალბატონი, რომელსაც დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ, მისი კონტაქტები გაიტესტა და დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა. ლოკალურად არის ერთ ქუჩაზე. უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს".
ხობში უაქციზო თამბაქო ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ხობის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 399 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის...
ხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხობის ცენტრში ხის ორსართულიანი სახლი გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება ვაქცინაცია
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
ერთი ძველი ფეისბუქპოსტის კვალდაკვალ
"წინათ, ქუდზე კაციო, დაიძახებდნენ და მტრის დასახვედრად მთელი საქართველო, ერთი კაცივით, გამოვიდოდა. დღეს, შიშიანობაა თუ სიკეთე, ქუდზე კაციო, აღარავინ დაგიძახებს. თუ გული გერჩის, თავად უნდა მიაგნო საკუთარ მოწოდებას და მიხვდე, შენგან, ერთი მოქალაქისგან, ქვეყანასა თუ ხალხს სად, რა და როდის სჭირდება. ხობის სოფლებში არავის დაუძახია, ქუდზე კაციო. მაგრამ როგორც კი...
დიმო ცხონდია-სამშობლოს მონატრებული ექიმი
ეს მასალა "ხობელებმა" შემთხვევით იპოვა ლევან ღვინჯილიას ბლოგში, სადაც ავტორის ძალიან საინტერესო მასალებს გაეცნობით ზოგადად ხობელებზე. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცეული, დიმიტრი (დიმო) ცხონდია იძულებით ემიგრაციაში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე, სოფელში პატარა სახლზე და მთის მდინარეში ბანაობაზე ოცნებობდა, მაგრამ რეპრესიების ეშინოდა. რეპრესიების, რომელიც ბევრჯერ გამოიარა. დიმო ცხონდიას შვილიშვილი ლირა არაჩემია...
“ევექსი” ხობელების ჯანმრთელობისთვის
ხობის ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ყოველთვიურად ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისით 1500-1600 -მდე პაციენტს ემსახურება. 75-80 პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება. ჰოსპიტალი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით, საჭიროების შემთხვევაში კი ახდენს პაციენტის დროულ რეფერალს. ჰოსპიტალში 20000-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირებულია.










