სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაცით, რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით ხობის მცხოვრები, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 პაციენტი.
Blog
ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამართალდარღვევა გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ. მოქალაქეს ჩოგანბადესთან, კასრებთან და ჯოხზე ძუით მიბმულ ტივტივასთან ერთად, კუსტალურად დამზადებული 4 ერთეული ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევმა აღიარა, რომ ნივთიერებები თევზჭერის მიზნით დაამზადა. უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,...
სუსი-ენგურის ხიდზე გადაადგილება ე.წ. ნებართვის მქონე ყველა პირისთვის შესაძლებელია
„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ...
ხობში მამაკაცი დაჭრეს
ხობში მამაკაცი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
OVOP მოდელი – კომპლექსური მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის
ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი – ე.წ. OVOP მოდელი, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში ერთი, პრიორიტეტული და ყველაზე გავრცელებული, დარაიონებული კულტურის ირგვლივ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა-წარმოებას გულისხმობს. AFAD– ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის ამ მიმართულებით აქტიურად ხვდება ფერმერებს და მათთან ერთად, განიხილავს OVOP მოდელს კონკრეტული თემების მაგალითზე. შეხვედრები, რომელიც ფერმერებთან ტარდება, AFAD-ის, ხელმძღვანელის, მაია მიქავას...
AFAD-კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის სფეროს ეფექტური განვითარების უპირველესი პირობა თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ამ მიდგომებს შორის მნიშვნელოვანი – კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობაა. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა – ეს არის მდგრადი სოფლის მეურნეობა, რომელიც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასა და სტრატეგიულ სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს იყენებს. თუ გაინტერესებთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხები, AFAD-ი ( ასოციაცია სოფლის მეურნეობის...
ღია კარის დღე საქართველოს უნივრსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში
ზუგდიდში, დადიანისეული სასახლის ეზოში, დღეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რეგიონულმა წარმომადგენლობამ ღია კარის დღე გამართა. ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ღია კარის დღეზე ხობიდან და წალენჯიხიდან მოვიდნენ აბიტურიენტები. არაფორმალურ გარემოში, უშუალო და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, რომლებზე პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაია...
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...
კორონავირუსით ხობის მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით, კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა ხობის მცოხვრები 60 წლის ქალი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.










