ცენტრალური საარჩევნო კომისის მონაცემებით, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ხმების 100% დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 112675 ლარს შეადგენს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მიმდინარე წელს ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა გაიხსნა, ხოლო შავღელეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა
ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.
4 151 ადამიანი აიცრა 29 ოქტომბერს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 974 521აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 034 853 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %. სრულად ვაქცინირებულია 938 134 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.8%. 29 ოქტომბერს აიცრა 4 151 ადამიანი.
12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ს შეადგენს
12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6%-ს. ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2%.
საქართველოში ინფიცირების 4610 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 815 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 603, „პისიარ“ ტესტით – 24 212. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,26%, ბოლო 14...
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
დღეს, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ცენტარლური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი...
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეუფე გრიგოლი მივიდა
რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მივიდა. მეუფე გრიგოლს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დღეს, კოვიდის ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4327 პირი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 753, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, გურია – 115, სამეგრელო – ზემო...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4327 პირი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 753, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, გურია – 115, სამეგრელო – ზემო...