გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონთან დაკავშირებით 24 – საათიანი მონიტორინგი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. “გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,...

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს...

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...

ხობში 8.3-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ჯამში, 8.3 კმ-იანი (კმ284-კმ286 და კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები 2 მონაკვეთად მიმდინარეობდა. "გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა სამუშაოები...

ხობში ,,ცოტნეობის’’ დღესასწაულისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

12 აგვისტოს ქალაქ ხობში ,,ცოტნეობის’’ დღესასწაულისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 09:30 - სადღესასწაულო წირვა ხობის მონასტერში 17:00 - ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება 19:00 - ანსამბლ ,,შვიდკაცას’’ კონცერტი საღამო დიჯეის კონცერტით დასრულდება.

უბედური შემთხვევა მდინარე ხობისწყალზე

ხობში, მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. წყარო

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის...

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027...

ხობში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო. ტურნირი ეძღვნება 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას. ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, დაღუპული გმირის ოჯახის წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის მესამე ქვეითი...

უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. “ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და...