შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი. "პროექტის განხორციელების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...