ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3.3- კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება წყალშემკრები არხის გამტარუნარიანობა და გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.