ხობის მუნიციპალიტეტში ოთხი მინი სტადიონის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მინისტადიონების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. უწყების ცნობით, სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები. ინფორმაციისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სტადიონების რეაბილიტაციისთვის 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი.