ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების...

ხამისკურში გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკუკავოში და ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს. მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის (წყალდიდობა) შედეგად დაზიანებული 15 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდება. წყარო