სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე...
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მიხეილ მაზანაშვილი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს
ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთინო ოდიშარიამ მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს. „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.
„ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა
ხობში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ,,ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა. უწყების ცნობით, გახსნის საზეიმო ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული. ,,ლაზიკა მედის“...
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194...
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების...
პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა. გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და კიუვეტები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 822 336 ლარი. პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობას კეთილმოწყობილი...
ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ფორდის“ მარკის სტვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 8-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე არხების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.










