პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელირაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით,ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პატარა ფოთში შლამისა და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მოსავლიანობა. ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.