ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ადგილობრივი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“-ში მონაწილე ახალგაზრდებმა განიხილეს ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და განხილვის შედეგად მიღებული დასკვნები შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი...