ხობში “მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე "მაჩხომერის" მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი, რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი – ნანა პაპუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები – თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი ასევე, იტალიელი არქეოლოგი, ემანუელ ინტაგლიატა. მეცნიერებმა "მაჩხომერის" მთაზე...