დღეიდან, იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისახებად, წინასწარი ჯავშანი მოიხსნა

დღეიდან, იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას. ასევე, მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინაწარი დაჯავშის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1 კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო. რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით....

ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405 სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას...