ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...
ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ადგილზრ მობილიზირებულია პოლიცია.
რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სპორტულ დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა. რეგიონული პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის, „ხობის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის...
მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ დემურ ბუკია, ხოლო საბჭოს მდივნად ანა არაბული აირჩიეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტიურობისთვის. მერის განცხადებით თანამშრომლობა იქნება მრავალმხრივი, ნაყოფიერი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების...
სამეგრელოში და სხვა რეგიონებში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სარალიძეების ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფულსა და ოქროს ითხოვდა. წაღებულია 500 ლარამდე თანხა და ოქრო.
ხობში მარულა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხენოსნო სპორტში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან, 9 ცხენოსანი მონაწილეობდა. "მარულაში გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. I ადგილი - თემურ კუპრაძე (ახალსოფელი) II ადგილი - ბეჟან არახამია (ხეთა), III ადგილი...
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...
“საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის განხორციელების ეტაპების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, შრომითი ურთიერთობების მართვის პროცედურების, გარემოსდაცვით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ...
მერია: ხობში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს პირველი გურიფულის მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ზუბი (ახალი ხიბულას) მოსაცდელის მოწყობა და საკუკავო (ხამისკურის) სასაფლაოს შემოღობვა. უწყების ცნობით, სულ პროგრამით გათვალისწინებულია 49 პროექტის განხორციელება. რისთვისაც 922 000 ლარია გამოყოფილი. "მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი...









